საზოგადოება
ახალციხის პარკში ხის ნერგები დააზიანეს

 

ახალციხის ცენტრალურ პარკში, ადგილობრივებს, რამდენიმე წლის ორი ნარგავი, 19 თებერვალს, საღამოს გადატეხილი დახვდათ. კეცხოველის ქუჩაზე ხეები ისეა დაზიანებული, რომ სავარაუდოდ, გახმება.

"ქალაქში ყველგან უნდა დადგან კამერები, რომ დასაჯონ ყველა ბოროტი და უვარგისი ადამიანი".

"ეს ხომ სპეციალურადაა გაკეთებული, სირცხვილია უბრალოდ, თუ ვერ აცნობიერებენ რას აკეთებენ. ამით სხვას არა, პირველ რიგში საკუთარ თავს ავნეს".

"სად არის კამერები? ამას ბავშვი გააკეთებდა, მაგრამ ნუთუ არ ასწავლიან, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ქალაქს
", - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში.

მოსახლეობა წლებია წუხს, რომ ქალაქის ცენტრალურ პარკში ხეები არ დგას და იქ გაჩერება განსაკუთრებით ზაფხულში, ბავშვებთან ერთად, რთულია.

ფოთლოვანი ხეები პარკში რამდენიმე წლის წინ დარგეს და გაახარეს.

 

| Print |