საზოგადოება
სკოლის მოსწავლეებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე იმსჯელეს

 

ახალციხის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ოფისში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამართლებრივი მექანიზმების თემაზე ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას ახალციხის პირველი და მეექვსე სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მისი მიზანი იყო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამართლებრივი მექანიზმების თემაზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, არსებული გამოწვევების განხილვა და სამომავლოდ თანამშრომლობის დაგეგმვა.

ტრენინგს სახალხო დამცველის აპარატის სამცხე-ჯავახეთის ოფისის ხელმძღვანელი, სალომე ყულჯანიშვილი უძღვებოდა.

შეხვედრა პროექტის - "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში“.

პროექტის მთავარი პარტნიორია GCRT- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი. 

 

| Print |