,,2 -3 ათასი კაცი მაინც იყო, ნემსი არ ჩავარდებოდა ბაზარში" - ახალციხელი მოვაჭრე
13:07 / 29.03.2020
დღეს დილიდან ახალციხის ბაზარი მყიდველებისა და გამყიდველების რიგს ვერ იტევდა. ორკვირიანი პაუზის შემდეგ, ალფამარკეტში, ტრადიციული საკვირაო ვაჭრობა გაიმართა.
გამოკითხული მოსახლეობა ამბობს, რომ პროდუქტების საჭირო მარაგი ამოეწურათ და სახლიდან იმიტომ გამოვიდნენ.
სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული მოქალაქეების თქმით, საგაზაფხულო სამუშაოების დროა და ნერგები, თესლი და სხვადასხვა საჭირო მარაგები უნდა იყიდონ.
ბაზარში ყველა ერთხმად თანხმდება, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროსმ მიერ გაცემული რეკომენდაციები დაირღვა, თუმცა იმედოვნებენ, რომ ამით საფრთხე არავის შექმნია.
მას შემდეგ, რაც ახალციხის ბაზარში tv9news.ge-ს კამერამ მუშაობა დაიწყო, მოგვიანებით საამართალდამცველები გამოჩნდნენ.
მათ ჯერ წესების დაცვისკენ მოუწოდეს მოქალაქეებს, თუმცა შეუსრულებლობის გამო სავაჭრო ბაზის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.