საზოგადოება
3 აპრილამდე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება ახალციხეს - 1, 2, 3, 4 და 6 აპრილს მოსალოდნელია წვიმა, ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად დაიკლებს ტემპერატურაც. 
| Print |