საზოგადოება
გაფრთხილების მიუხედავად, ახალციხეში ბანკთან ხალხმრავლობაა
მეორე დღეა ხალხმრავლობაა „ლიბერთი ბანკის“ ახალციხის ფილიალთან. მოქალაქეებს, ძირითადად ხანშიშესულებს, სასურველი მომსახურების მიღებამდე, გრძელ რიგში უხდებათ დგომა.

ჯერ კიდევ 16 მარტს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი „მეცხრე არხთან“ ამბობდა, რომ პენსიის რიგის მოწესრიგებისთვის, თვითმმართველობებს შესაბამისი მითითება მიეცათ. მოქალაქეებს შორის დისტანციის დაცვა, ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლებს და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს უნდა დაერეგულირებინათ. 

მთელი დღეა უშედეგოდ ვცდილობთ სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორთან ან მის მოადგილესთან დაკავშირებას, თუ რატომ ვერ ხერხდება მოქალაქეებს შორის დისტანციის დაცვა. კითხვაზე პასუხს ველით ახალციხის მერიიდანაც. 
მოქალაქეების რიგი. 30 მარტი
| Print |
თეგები: პენსიის რიგი /