საზოგადოება
,,ბევრი სოფლად წავიდა, ქალაქი დაცარიელდა" - ახალციხეში კორონავირუსის შედეგებს აფასებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალციხეში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო.

ახალციხე - თბილისისა და ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზებზე დგას საველე კარვები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ქვის ბორდიურები. აქ სამხედრო და საპოლიციო ძალები ყველა მგზავრს ამოწმებენ.

გამშვებ პუნქტებზე მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მგზავრთა დეზინფექცირება და თერმოსკრინინგი ორივე გამშვებ პუნქტზე მიმდინარეობს.

| Print |