საზოგადოება
,,მამა-შვილი კი ვართ, მაგრამ ამხელა ურთიერთობა ერთ ოთახში არასდროს გვქონია" - ხვიჩა კვინცხაძე
ეს ხვიჩა კვინცხაძეა. აბასთუმნის ფილტვის ცენტრში შვილთან ერთად ორი კვირა გაატარა.

6 მარტს გერმანიიდან წამოვიდნენ და საკარანტინე სივრცეში, ექიმების გადაწყვეტილებით, დღეში სამჯერ ტემპერატურას იზომავდნენ. თერმომეტრს მამა-შვილმა ხუმრობით ,,მედძმა" დაარქვა და ერთმანეთი თავიდან გაიცნეს.

,,კორონავირუსს დადებითი მხარეც აქვს, რადგან ოჯახის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს და ბევრი ახალი თვისებებიც აღმოაჩინეს" - ამბობს ხვიჩა კვინცხაძე.

მოსახლეობის თვალებში შიში კარანტინიდან გამოსულმა უფრო დაინახა, ვიდრე გერმანიიდან დაბრუნებულმა.

შიშზე მეტად კი იმ სითბომ და ყურადღებამ გააოცა, რომელიც ადამიანებმა ამ პერიოდში მისი ოჯახის მიმართ გამოხატეს.


ამბობს, რომ პანდემიის გამო დედამიწა ამოყირავდა, თუმცა ამ ფაქტმა ადამიანებს სიყვარული ასწავლა.

,,ქვა დაბლა მიდის თუ ზემოთ?

თან რომ იზრდება იცით? თუმცა საუკუნეები სჭირდება ამას..

თუ არ გჯერათ, ვასილიჩს ჰკითხეთ.. ასეთ დროს ბუნებაც სხვანაირია..

ჩიტებიც კი განსხვავებულად ჭიკჭიკებენ, მოუფრთხილდით ბუნებას" -
ამბობს ხვიჩა კვინცხაძე.
| Print |