საზოგადოება
თერმოსკრინინგი და დეზინფექცია ახალციხის ორივე გასასვლელში ტარდება
ახალციხის გასასვლელში მეოთხე დღეა მოქალაქეებს ამოწმებენ, ყველა პირი გადის თერმოსკრინინგსა და ავტომობილების დეზინფექციას.

ასევე მოწმდება მგზავრთა გადაყვანაზე დადგენილი ნორმები.

მოქალაქეთა განმარტებით, პროცედურების გავლა აუცილებელია და ისინი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდებიან.


სამცხე-ჯავახეთში, სულ 2 საკონტროლო გამშვები პუნქტი განთავსდა.

ერთი ახალციხე-თბილისის და მეორე ახალციხე-ახალქალაქის მიმართულებით.

ბლოკპოსტებზე პოლიციისა და თავდაცვის ძალები ახორციელებენ მოქალაქეთა მონიტორინგს.
| Print |