საზოგადოება
ახალციხის ცენტრალურ ბაზარში მაღაზიების ნაწილი მუშაობს

 

ახალციხის ცენტრალური ბაზარი მუშაობის სტილს ცვლის. გადაწყდა, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მომხმარებლებს მხოლოდ "ელფა მარკეტში" მდებარე მაღაზიები მოემსახურებიან. ობიექტებზე დაიცავენ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ერთ სივრცეში სამ კაცზე მეტის ყოფნა დაუშვებელია.

ახალციხის გარდა, სამცხე-ჯავახეთში კიდევ ორი ბაზარია - ახალქალაქსა და ბორჯომში. ცნობილია, რომ ახალქალაქში საქონლის ბაზრობა დაიხურა. ამიერიდან იქ ცოცხალი პირუტყვის ყიდვა-გაყიდვა, რომელიც კვირა დღეს იმართებოდა, აღარ მოხდება.
| Print |