ამერიკული ჯარის ჰუმანიტარულმა მისიამ ახალციხეში მედპერსონალს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
15:55 / 08.04.2020
„სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოებასთან“ არსებულ სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის მედპერსონალს, სანიტარულ-ჰიგიენური ნივთები და სამედიცინიო აღჭურვილობა გადასცეს. ეკიპირება ამერიკული ჯარის ჰუმანიტარულმა მისიამ - Spirit of America შეიძინა. კლინიკაში თავდაცვის საშუალებებს COVID-19 პრევენციისთვის და ექიმების უსაფრთხოებისთვის გამოიყენებენ.
ექიმებისა და პაციენტების უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, დაწესებულებას პერიოდულად დეზინფქცია უტარდება.
სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრში ძირითადად, ქალების ჯანმრთელობას იკვლევენ.