საზოგადოება
ბორჯომში ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდეს
ბორჯომში, მამაკაცმა ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო. ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. მას მოტეხილობები და სისხლდენა აღენიშნება, რის გამოც თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მისულ პოლიციას მამაკაცი, რომელმაც ძაღლი გადმოაგდო, იქ არ დახვდა. მან შემთხვევის ადგილი მომხდარის შემდეგ დატოვა. თუმცა მისი იდენტიფიცირება მალევე მოხდა და უკვე გამოიკითხა.

შსს-ში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, ან მისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება, ან დაღუპვა გამოიწვია.

| Print |