საზოგადოება
ახალციხის ბაზარი გახსნისთვის სეს-ის ნებართვას ელის (ვიდეო)

 

ახალციხის სავაჭრო ცენტრში, დღეს მხოლოდ მაღაზიებმა განაახლეს მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ ბაზარს დეზინფექცია უტარდება, შესავლელებში დეზობარიერები განთავსადა და დახლებიც დისტანციის მიხედვით განლაგდა, სურსათის ეროვნული სააგენტოდან დასტურის პასუხი არ მიუღიათ. ცენტრის დირექტორი ვახტანგ ქართველიშვილი აცხადებს, რომ უწყებიდან გახსნაზე ნებართვას ყოველ დღე ელის.

ბაზრის დახურვის გამო, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მალფუჭებადი პროდუქტის გამყიდველები აღმოჩნდნენ.

ახალციხის ბაზარი კვირაზე მეტია დახურულია. ხალხმრავლობის გამო 29 მარტს, ახალციხის სავაჭრო ცენტრი 15 ათასი ლარით დაჯარიმდა.

| Print |