საზოგადოება
ჩუნჩხაში ცეცხლი 50 ჰექტარზე გავრცელდა
ახალქალაქის სოფელ ჩუნჩხაში ხანძარი, დაახლოებით 19:00 სთ-თვის გაჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად მდინარის ნაპირზე ამოსულ ბალახს მოედო. თუმცა ხანძარი გავრცელდა და სოფელს მიუახლოვდა.

ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მეცხრე არხთან განმარტავს, რომ ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

რაც შეეხება ბალახის დაწვას, ნაირ ირიციანის თქმით, გაზაფხულზე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველწლიურად ხდება.

  (ვიდეომასალა მეცხრე არხს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ დაახლოებით 50 ჰა-ზე დაიწვა ხმელი ბალახი, მაგრამ საფრთხის ასაცილებლად სახანძრო მანქანა და საგანგებო სიტუაციების ერთი ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მაინც გავიდა.

| Print |