საზოგადოება
სოფელ ცემში საცხოვრებელი სახლი იწვის
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში ადგილობრივის სახლი იწვის. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ შეძლეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში, tv9news.ge-ს უთხრეს, რომ ადგილზე სამი ჯგუფი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოქალაქეებმა სახლი დროულად დატოვეს.

რაც შეეხება ზარალს - ეს იმის შემდეგ გაირკვევა, როცა ცეცლის სრულად ჩაქრობა მოხერხდება და დამწვარ ფართსა და საოჯახო ნივთებს აღწერენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს.
| Print |