საზოგადოება
ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა

 

ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.
| Print |