საზოგადოება
საქართველოში უამინდობა 27 აპრილამდე შენარჩუნდება

 

27 აპრილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექი, მაღალ მთაში თოვლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. 

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს - რეგიონში დაბალი ტემპერატურა და ნალექი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

 

| Print |