საზოგადოება
მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება 27 აპრილიდან აღდგება
27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება.

„სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზების საქმიანობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
| Print |