საზოგადოება
ქალაქ ახალციხეში ფოთლოვანი ხის ნერგები დარგეს (ფოტო)
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გამწვანების აქცია გაიმართა. ქალაქ ახალციხეში არსებულ სკვერებსა და გზისპირებზე, ამჯერად ნეკერჩხლის, კედრის, იფნის და ცაცხვის 200-მდე ნერგი დარგეს. 

გამწვანების სამუშაოებში თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერის მოადგილესთან ერთად ჩაერთვნენ.

ფოტოები: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |