საზოგადოება
ტრანსპორტი არ არის, ხალხი ვერ მოდის - ბაზრის ადმინისტრაცია

 

გახსნის მიუხედავად, ახალციხის აგრარული ბაზარი მყიდველთა სიმცირეზე ჩივის. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასები მხოლოდ იმ პროდუქტებზე გაძვირდა, რომელიც თბილისიდან, კახეთიდან ან მარნეულიდან შემოდის. ადგილობრივი პროდუქციის ფასი კი უცვლელია.

რაც შეეხება მყიდველთა სიმცირეს, ბაზრის დირექტორის აზრით, ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვით არის გამოწვეული. ვახტანგ ქართველიშვილი იმედოვნებს, რომ რეგულაციების სრულად მოხსნის შემდეგ ვითარება გამოსწორდება.

 


| Print |