საზოგადოება
ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები გახსნის ნებართვას ელიან

 

შეზღუდვის მოხსნა არ შეეხო სავაჭრო მოლებს და მაღაზიებს, რომლებიც ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობენ.

მოვაჭრეები, რომლებიც ახალციხეში ამ ბიზნესით არიან დაკავებულნი შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრები ძირითადად მსგავს მაღაზიებში იყვნენ დასაქმებულნი და ორი თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილნი. დახმარების მოლოდინში მყოფი მაღაზიები ხელისუფლებისგან გახსნის ნებართვას ითხოვენ.

 


| Print |