საზოგადოება
"სახურავიდან წვიმა ჩამოდის, ტაშტები მაქვს შედგმული" - ქურდაძეებს დახმარება სჭირდებათ

 

ქურდაძეების ორსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. დედა და მისი არასრულწლოვანი შვილი ახალციხეში, სატყეო სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამწვარი შენობის სარდაფში უკვე ექვსი თვეა ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლი, სადაც თავს აფარებდნენ, გასული წლის ნოემბერში დაეწვათ. მარტოხელა ქალს და მის არასრულწლოვან შვილს წასასვლელი არსად აქვთ. მთვარისა ქურდაძე შენობის გადასახურად, მეორად სამშენებლო მასალას ითხოვს, რადგან სარდაფში წყალი ჩამოდის.

მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, ქურდაძეები ვერც სოციალურ დახმარებას იღებენ.

დიასახლისი ამბობს, რომ დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, თუმცა მერიამ პასუხად მიწერა, რომ საცხოვრებლად სოფელში, მთვარისა ქურდაძის მამის სახლში წასულიყო.

შენობა სატყეო დეპარტამენტის საკუთრებაა. მერიაში ამბობენ, რომ ეს არის მიზეზი, როს გამოც შეჭირვებულმა ოჯახმა დახმარებაზე უარი მიიღო. 

ქურდაძეების მძიმე სოციალური პირობების შესახებ, "მეცხრე არხმა" სიუჟეტი ორი თვის წინ მოამზადა. 

"ბავშვისთვის წვნიანის გაკეთება მენატრება" - მარტოხელა დედა ახალციხიდან

მაშინ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა, დედა-შვილს საკვები და ტანსაცმელი მიუტანეს.

 


| Print |