„ბავშვების პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დარჩა“ - საბარგო სადგურის მოსახლეობა
18:37 / 09.06.2020
ახალციხის, საბარგო სადგურის დასახლებაში საბავშვო სკვერისა და ატრაქციონების დადგმას ითხოვენ. ნაზელ გასპარიანმა ერთი წლის წინ მეზობლების ხელმოწერები შეაგროვა და ახალციხის მერიას საბავშვო ატრაქციონების დადგმის მოთხოვნით მიმართა. ამბობს, რომ დასახლებაში ასამდე ბავშვი ცხოვრობს, რომლებსაც გართობის საშუალება არ აქვთ.