საზოგადოება
ბენზინით დამწვარი მამაკაცი რეანიმაციაში მკურნალობს
ოფელ კლდის მაცხოვრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა 12:00 სთ-თვის გახდება ცნობილი - აცხადებს მეცხრე არხთან კლდის რწმუნებული. დავით პაპუაშვილის ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრის ექიმები შემოწმების შემდეგ, 40 წლამდე მამაკაცის დიაგნოზს მამას გააცნობენ.

შემთხვევა 26 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ დაზარალებული მეგობართან ერთად თევზს წვავდა, რა დროსაც ცეცხლს ბენზინი შეასხა და დამწვრობაც ამ დროს მიიღო. მას გარეგნული დაზიანებები აქვს მიღებული, რაც ბენზინის დალევის
ვერსიას გამორიცხავს. 

ცეცხლისგან გულ–მკერდის არესა და სახეზე დამწვრობა მიღებული მამაკაცი ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციაში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 124–ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

ასევე დაკითხულია დაზარალებულის მეგობარი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად იმყოფებოდა.

| Print |