საზოგადოება
თითქმის 4 თვეა, შეკვეთა არ მიგვიღია, არადა მთელი ოჯახი ამ საქმეში ვიყავით ჩართული - დიზაინერი
ქორწილებისა და წვეულებების აკრძალვამ, შემოსავლის გარეშე დატოვა დიზაინერებიც.

ალინა ოვეიანი ოთხი თვეა ვეღარ მუშაობს, პანდემიის გამო, 5 ქორწილის შეკვეთა გაუუქმდა.

დეკორაცია, რომლითაც სადღესასწაულო სუფრებს აფორმებდა, კორონავირუსის გამო დახურულ სალონში შეიტანა და დაასაწყობა.

ალინამ ქორწილების, დაბადების დღეებისა და წვეულებების დეკორით გაფორმება ახალციხეში რვა წლის წინ დაიწყო.

როგორც თავად ამბობს, ბოლო რამდენიმე წელია მისი საქმიანობა პოპულარული და მოთხოვნადი გახდა.

თუმცა კორონავირუსმა მთელი მისი ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა.

| Print |