საზოგადოება
შეზღუდვების გამო, ფესტივალი დისტანციურად ჩატარდა
კორონავირუსის გამო, დისტანციურად მოუხდა ფესტივალის ჩატარება ასოციაცია „ტოლერანტს“. ადიგენის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების 10- სათემო ორგანიზაციის შემაჯამებელი ღონისძიება ინტერნეტით გაიმართა. მას გარემოსდაცვითი ორგასნიზაციების და თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ.

სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს და თავიანთი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. აჩვენეს ვიდეორგოლები მაღალმთიანი სოფლების ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. პროექტის „ადიგენის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ხილვადობის ხელშეწყობა“ შემაჯამებელ ღონისძიებას 50-მდე პირი ესწრებოდა.

ექვსთვიანი პროექტის მიმდინარეობისას, სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან ურთიერთობის ფორმები, საჭიროებების კვლევა, პრეზენტაციების მომზადება და სოციალურ მედიაში მუშაობა ასწავლეს. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და რამდენიმე ორგანიზაცია ახორციელებს.

| Print |