საზოგადოება
სეტყვამ ახალციხეში მოსავალი გაანადგურა (ფოტო)
სეტყვა იყო ქალაქ ახალციხესა და მის სოფლებში, წნისში, კლდეში, ზიკილიაში, სვირში, მუგარეთში, თუმცა სტიქიამ ნათესები ძირითადად, სვირსა და  წნისში დააზიანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და ხეებს ტოტებიც კი ჩამოტეხა. 

"ფაქტიურად, ყველაფერი გაანახგურა. ხეხილი, ნათესები, ბოსტნული. ხეებს ფოთლებიც კი აღარ შერჩა. დაგვტოვა მოსავლის გარეშე, რა გვეშველება არ ვიცით",
- გვითხრეს წნისში. 

მერის წარმომადგენლის დავით პაპუაშვილის თქით, სტიქიის შედეგად ჩაიკეტა ახალციხე-ბორჯომის ცენტრალური გზა, რომელსაც ნაშალი მიწისგან ამ დრომდე წმენდენ. 

"გზა ჩაკეტილია და სოფელში ჯერ არ გამივლია, თუმცა ვიცი რომ ზარალი არის. ამ წუთებში ცენტრალურ გზას ვწმენდთ. ყველა აქაა, პატრული, სპეციალისტები და მოძრაობა მალე აღდგება", - გვითხრა პაპუაშვილმა.

"სვირში სეტყვის გამო განადურებულია მთელი მოსავალი, მოსახლეობა ითხოვს მთავრობისგან რეაგირებასა და დახმარებას", - გვითხრეს სოფელ სვირში.
| Print |