საზოგადოება
ძლიერი წვიმა და ქარი - როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდები
18 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაგამოიწვიოს. ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ბალიანი ღელვა“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ახალციხეს - მუნიციპალიტეტში 17 და 18 ივლისს იწვიმებს, 19 და 20 ივლისს კი სინოპტიკოსები მზიან დღეებს გვპირდებიან. ამინდი კვლავ გაუარესდება 21 ივლისიდან.
| Print |
თეგები: ამინდი /