საზოგადოება
საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
3 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევენ. 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.

მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა განხორციელდება 2020 წლის 3 აგვისტოდან 2020 წლის 26 დეკემბრამდე.

თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1 432 -ით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1 420-ით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 235-ით.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებსაც, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს.
| Print |