საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს ახალციხეში პატივი მიაგეს
ახალციხის ცენტრალურ პარკში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა ნიკოლოზ აბრამაშვილმა.

რუსეთ-საქართველოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი მეომარი დაიღუპა.
ადიგენიდან – ალექსანდრე ზაზაშვილი, არტემ ბალახაშვილი და დევი ჩადუნელი;
ახალციხიდან – ანზორ გელდიაშვილი;
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხნიდან – ტარიელ ქამაშიძე;
ახალქალაქის სოფელ კოთელიიდან – თამაზ მელიქიძე.

რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 11 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.


| Print |