საზოგადოება
შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა
12 წელი გავიდა იმ შეტაკებიდან, რომელიც რუსეთის სამხედროებსა და ქართველ ჯარისკაცებს შორის გაიმართა.
2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლებმა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულთან უთანასწორო ბრძოლა გამართეს.
შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე, რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან.
ადგილობრივების გადმოცემით, ბრძოლამ დაახლოებით ერთი საათი გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა და მხოლოდ სამი გადარჩა.
შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
გააზიარეთ :