საზოგადოება
,,ჩვენებმა უთხრეს ცხვრები გარეკეთო და მწყემსები თავს დაესხნენ" - რას ყვებიან სოფელ თორიაში
ნინოწმინდის სოფელ თორიას და მომთაბარე მწყემსებს შორის დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს, რასაც თორიელების პროტესტი მოყვა.

ადგილობრივებსა და მწყემსებს შორის კონფლიქტი საძოვრების საკითხმა გამოიწვია. ათასობით სული ცხვარი თორიელების საძოვარზე ბალახობდა, რის გამოც სოფლის მოსახლეობის თქმით, მათი პირუტყვი ზამთარში საკვების გარეშე დარჩა.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 7 მათგანი "ევექსის" კლინიკების ნინოწმინდის ჰოსპიტალში ეტაპობრივად შეიყვანეს. თერაპევტ ლამარა დემეტრაძის თქმით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები სახის, ბეჭისა და თავის არეში აღენიშნებოდათ. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკიდან ყველა მათგანი გაწერეს.

თორიის მკვიდრები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კახეთიდან ცხვრები მათი სოფლის ტერიტორიაზე გადარეკეს, რის გამოც ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის ინცინდენტი მოხდა.

„ევროპული საქართველოს“ ახალქალაქის ოფისის თავმჯდომარის თქმით, საძოვრებისა და მიწების განაწილების პრობლემა არა მარტო თორიაში, არამედ ჯავახეთის თითქმის ყველა სოფელშია. არსენ კარაპეტიანი ირწმუნება, რომ მიწის განაწილება კორუფციის გზით, ნაცნობობით ხდება. თორიაში მომხდარ კონფლიქტში კი ნინოწმინდის მერიის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს.

„ვიცი, რომ არიან დაკავებულები, ეს 11 იქნება თუ სამი, აქ დაკავებაზე კი არა, არამედ პოლიციის სწორ მოქმედებაზეა საუბარი. მითხარით პოლიციის სწორი ნაბიჯი ბოლო რვა წლის მანძილზე. როგორ შეიძლება ხალხს სულ ერთი და იგივე კითხვა გააჩნდეს?“ - გვითხრა „ევროპული საქართველოს“ ახალქალაქის ოფისის თავმჯდომარემ არსენ კარაპეტიანმა.

ინცინდენტი 23 აგვისტოს 17:00 საათზე მოხდა. სოფელ თორიას მაცხოვრებლების უკმაყოფილება, თურქეთის მოქალაქეების მიერ, მათ ტერიტორიაზე საბალახოდ გადმოყვანილმა საქონელმა გამოიწვია. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-მ მომხდარში მონაწილე 11 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს.
| Print |