ჭის წმენდისას ორი ახალგაზრდა დაიღუპა
ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში. წინასწარი ინფორმაციით, 2 ახალგაზრდა მამაკაცი ჭაში დაიხრჩო.
დაღუპულები, სავარაუდოდ, ძმები არიან და ისინი შემთხვევის დროს ჭას წმენდნენ. ორივე მათგანი 35 წლამდე ასაკისაა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.