საზოგადოება
წინუბნის ტყეში ხანძარია
ახალციხეში, სოფელ წინუბანთან ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად ამათის მთის მახლობლად შენიშნეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე.

,,კონკრეტული ფართობის თქმა ამ ეტაპზე გამიჭირდება, თუმცა ქრობის სამუშაოები უკვე დაწყებულია. საფრთხილოა, რადგან ახლოს არის ნაკრძალის ტერიტორია. ახლა მთავარია ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდეს" -აცხადებს მეცხრე არხთან ზაზა მელიქიძე.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ის ინფორმაციით, ახალციხის სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ხანძარი.

ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
| Print |