საზოგადოება
წინუბნის ტყეში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები დილიდან განახლდება (ფოტო/ვიდეო)
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან, ბორჯომ - ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებული და  ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მონიტორინგის მიზნით 70- მდე მეხანძრე - მაშველი რჩება.

,,გათენებისთანავე გაგრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები"
,- განაცხადეს საგანგებო  მართვის სამსახურში.

ხანძარი, 30 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 სთ-ზე შენიშნეს. ორი სახანძრო მანქანა, სამაშველო და გარემოს დაცვის სამსახურები სოფლების - წინუბნისა და გურკელის მოსახლეობასთან ერთად ნაკრძალის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს აქრობდა.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლი ე.წ. დათუების ტყესთან, სავარაუდოდ დაუდევრობის გამო გაჩნდა. რწმუნებული სოფელ წინუბანში აცხადებს, რომ ,,დაიწვა დაახლოებით ნახევარი ჰა ტყის ფართობი, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, რადგან ტექნიკასთან ერთად მნიშვნელოვანი საქმე ცოცხალმა ძალამ გაწია. ახლო-მახლო სოფლების მოსახლეობა ბარებითა და სხვადასხვა სამეურნეო იარაღებით ცდილობდა გზის გაჭრას და ცეცხლის ჩაქრობას" - განუცხადა მეცხრე არხს ვალერი გორგოძემ.

ხანძარი, სოფელ წინუბნიდან დაახლოებით 20 კმ-ში, მიუვალ ადგილას გაჩნდა.

| Print |