საზოგადოება
ჯავახეთში ერთადერთი უხუცესი ვეტერანის 106-ე იუბილე აღნიშნეს
დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოში ერთადერთი უხუცესი სამამულო ომის ვეტერანის, 106-ე იუბილე აღნიშნეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამმართველოს უფროსმა სამცხე-ჯავახეთში, დავით ფეიქრიშვილმა იუბილარს, დაბადების დღე მიულოცა და სამმართველოს სახელით, საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი და ალკოჰოლური სასმელი გადასცა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური პატივისცემის ნიშნად, სამსონ ოგანესიანს ყოველწლიურად აჯილდოვებს.

უხუცესი ვეტერანი ახალქალაქის სოფელ დიდ სამსარში დაიბადა. 1937 წლიდან საცხოვრებლად ახალქალაქში გადავიდა. მან სამამულო ომის შემდეგ, ფეხზე ჭრილობა მიიღო, რის შემდეგაც ცხოვრება პირველი კატეგორიის ინვალიდის სტატუსით გააგრძელა.

75 წელია, რაც სამსონ ოგანესიანი ვეტერანია. მას სამი ვაჟი, შვიდი შვილიშვილი და ცხრა შვილთაშვილი ჰყავს.

| Print |