საზოგადოება
გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის გაცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის გაცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მომხმარებელთა ინტერესის გათვალისწინებით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის გაცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

სერვისის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. მომხმარებელი მომსახურების სივრცეში მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, ბავშვებისა და თანმხლები პირების გარეშე დაიშვება.

მხოლოდ იმ შემთხვევეში, როცა პირის გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობა უწყების მიერ ერთხელ უკვე გაცემულია და მისი მიღება მომხმარებელს განმეორებით სურს, აუცილებელია ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა პორტალზე my.gov.ge“,
- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |