საზოგადოება
ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
დაბა ბაკურიანში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით მოირეცხა საკარანტინო ზონების მიმდებარე ტერიტორია და დაბის ქუჩები. 

მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახური სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველკვირეულ რეჟიმში ატარებს.

„სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები,ასევე ბანკების, სასურსათო მარკეტების, ბენზინგასამართი სადგურებისა და სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებსა და მათ გარე სივრცეებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

16 ოქტომბერს დეზინფექცია ჩაუტარდა ბორჯომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სკვერებსა და ავტობუსის მოსაცდელებს. სპეციალური ხსნარით მოირეცხა ქალაქის ქუჩები.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში კორონავირუსის პანდემიის გამო, ხუთ სასტუმროში საკარანტინე სივრცეა მოწყობილი.
| Print |