საზოგადოება
20 სექტემბერს "დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება

 

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით, ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში, 20 სექტემბერს, „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება.

კვირეულის მთავარი მოწოდებაა, ნულამდე შემცირდეს ტრანსპორტით გამოფრქვეული ემისიები, რისი მიღწევაც შესაძლებელია მდგრადი ტრანსპორტის განვითარებით, კერძო ავტომობილების მოხმარების შემცირებით, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობით თუ ფეხით სიარულით.

თარიღი აღინიშნება თბილისში. ველომსვლელობა დაიწყება ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაგრძელდება ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით და დასრულდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის მონუმენტთან.

 

| Print |