საზოგადოება
სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს
დღეს, 21 სექტემბერს სომხეთში დამოუკიდებლობის 29-ე წლისთავს აღნიშნავენ.

1991 წლის 21 სექტემბერს, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობის 94%-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

1991 წლის ნოემბერში სომხეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად ლევონ ტერ-პეტროსიანი აირჩიეს. 1991 წლის 21 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) შეუერთდა. სომხეთმა სრული დამოუკიდებლობა იმავე წლის 26 დეკემბერს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ მოიპოვა.

21 სექტემბერი სომხეთში უქმე დღეა.
| Print |