საზოგადოება
ახალციხეში, ტაბიძის ქუჩაზე გველი შენიშნეს
ახალციხეში, ტაბიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა გველი შენიშნეს.  ერთ-ერთ ოჯახში ბავშვებმა დაინახეს, როგორ ძვრებოდა ქვეწარმავალი სახლის ქვეშ. ხმაურზე ოჯახის უფროსი გამოვიდა და დაახლოებით ერთმეტრიანი გველი მოკლა.

"ეს არ არის ჩვენთან პირველი შემთხვევა. მე პირადად, ძალიან მეშინია, მითუმეტეს ამბობენ, რომ შხამიანია. ადრეც რომ იპოვეს, ისიც შხამიანი იყოო. ეზოში დავინახეთ. კიდევ კარგი მამაჩემი სახლში იყო, თორემ რას ვიზავდით არ ვიცი" - ამბობს ადგილობრივი ამალია თამამიანი.

ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა ქვეწარმავალი გასულ თვეშიც შენიშნეს. მაშინ გველი ორმა მოზარდმა მოკლა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევები ხშირია, რადგან მათი უბანი მდინარესთან ახლოს მდებარეობს.



| Print |