საზოგადოება
ახალციხელი ოსტატები
1. ახალციხელი ჰაიკ ბალასანიანი ორმოცდაათი წელია მესაათედ მუშაობს. მისი წინაპრებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. მემკვიდრეობით გადაცემული ოსტატობის შესახებ თავად სახელოსნოს ინტერიერი ჰყვება.

მის სახელოსნოში მრავლადაა ძველი მრავალფეროვანი და საინტერესო საათები.

2. რუდოლფ ბალოიანი ქუდების მკერავია. წლებია ამ საქმიანობითაა დაკავებული.

მის მიერ შექმნილი ქუდების მომხმარებელი უმეტესწილად ხანდაზმული მამაკაცები არიან.

3. სირანუშ ნიკოჰოსიანი ახალციხელი მკერავია. იგი ტანსაცმელს კერავს, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვისაც.

სამუშაო პროცესით სიამოვნებას იღებს. ბედნიერია, როცა კმაყოფილ მომხმარებელს ხედავს.

4. ედუარდ სტეფანოვი მეტალოპლასტმასების ხელოსანია. თვლის რომ რთული სამუშაოს მიუხედავად, საქმეს სიამოვნებით უძღვება.

5. გარიკ დილანიანი სამუშაო იარაღების შემკეთებელია. მან სახელოსნო შვიდი თვის წინ გახსნა. ამბობს, რომ არიან ადამიანები, ვისაც სამუშაო იარაღების შეკეთება სჭირდებათ.

მას საკმაო ბევრი ნივთი აქვს შესაკეთებელი, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში სახელოსნოში საქმიანობს.

ახალციხელი ოსტატები ქალაქისათვის მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანები არიან. ისინი თავიანთი შრომით ადამიანებს საყვარელი და საჭირო ნივთების შეკეთებაში ეხმარებიან.

| Print |