საზოგადოება
ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს
დღეს, 27 სექტემბერს, ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და აფხაზეთის ომის ვეტერანებმა სოხუმის დაცემის დღე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. ახალციხის ცენტრალურ პარკში სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით და გვირვინებით შეამკეს.

მემორიალთან ახალციხის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი და რამდენიმე მოქალაქე შეიკრიბა.

1992-1993 წლებში სამცხე-ჯავახეთიდან, აფხაზეთის ომში 700 მებრძოლი წავიდა, მათგან 14 დაიღუპა.

აფხაზეთის ომმა 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია, ხუთი პირი უგზო-უკვალოდ დაიკარგა და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირა.

1993 წლის 27 სექტემბერს, ომი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებულ ძალების მარცხით დასრულდა.


| Print |