საზოგადოება
ჯავახეთის ახალგაზრდები სომხეთის დასახმარებლად საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ
ჯავახეთის ახალგაზრდებმა არცახში გასაგზავნად საბურავები და საკვები შეაგროვეს. სატვირთო მანქანები ამჟამად საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადალახვას ცდილობენ. სამართალდამცველები მათ საზღვრის გადაკვეთის უფლებას ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე არ აძლევენ.

ჯავახეთის ახალგაზრდებმა საბურავები და საკვები მთელი დღის განმავლობაში შეაგროვეს.

სომხეთის დასახმარებლად ახალქალაქისა და ნინოწმინდის ახალგაზრდები მოხალისეთა სიაში დღეს, 28 სექტემბერს ჩაეწერნენ. ჯავახეთში მზად არიან, რომ მთიან ყარაბაღში გაემგზავრონ და სომეხი ჯარისკაცების გვერდით დადგნენ.

”ამჟამად ასობით ადამიანს სურს ყარაბაღში წასვლა, მაგრამ საზღვრები დაკეტილია. ახლა ვარეგისტრირებთ მოხალისეებს, რომ გავგზავნოთ სომხეთში, რათა ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს” - აცხადებს ერთ-ერთი ახალგაზრდა.


ფოტოს ავტორი: Parvana tv.
| Print |