საზოგადოება
პოლიტიკური პარტიების წევრებმა სამოქალაქო საზოგადოებას თავიანთი გეგმები გააცნეს
ახალციხეში პოლიტიკური პარტიების - ,,ევროპული საქართველოს“, ,,სტრატეგია აღმაშენებელისა“ და ,,გირჩის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.დისკუსიის თემას რელიგია, კორუფცია და ეთნიკური უმცირესობების საკითხები წარმოადგენდა.

პარტიის წევრებმა რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრას ადგილობრივები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დისკუსიის მონაწილები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მოქალაქეებმა მსგავს შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების გეგმები მოისმინონ, და შემდეგ სწორი არჩევანი გააკეთონ.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს, 22 ოქტომბერს გაიმართა.


| Print |