საზოგადოება
ადიგენში პროექტი ,,ახლგზრდებისთვის ახლგზრდებთან ერთად“ გაიხსნა
„ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდებთან ერთად“ – ასე ჰქვია საგრანტო პროექტს, რომელიც 23 ოქტომბერს ადიგენში გაიხსნა. პროექტი ახალგაზრდობის სააგენტომ სამწლიანი რეფორმის – მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გახსნა.

პროექტის მიზანი ადიგენის ახალგაზრდული ცენტრის უშუალო ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის განვითარების გრძელვადიანი შესაძლებლობის მიცემაა. მასში 14–29 წლამდე ახალგაზრდები ადიგენის მუნიციპალიტეტის 8 სოფლიდან ჩაერთვებიან.

პროექტს ორგანიზაცია „სამცხე–ჯავახეთის განვითარების ცენტრი“ ახორციელებს.

კოორდინატორის თამარ კელაპტრიშვილის თქმით, ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში თავისუფალი სივრცისთვის გამოსაყენებელი პლათფორმა შეიქმნა, რომელშიც შესაძლებელია ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა გასართობი, შემეცნებითი და სხვა ტიპის აქტივობები ჩაატაროს. პლათფორმის დაჯავშნა ონლაინ არის შესაძლებელი.


| Print |