საზოგადოება
საქართველოს ერთადერთი უხუცესი ახალქალაქელი ვეტერანი გარდაიცვალა
საქართველოს ერთადერთი უხუცესი ვეტერანი, რომელიც ახალქალაქში ცხოვრობდა, გარდაიცვალა.

12 სექტემბერს სამსონ ოგანესიანმა ბოლო, 106-ე იუბილე აღნიშნა. ახლობლების თქმით, ის ყოველთვის მხიარული და ძლიერი სულის პატრონი იყო.

"ის ჯერ კიდევ შარშან საკუთარი ფეხით მაღაზიაში დადიოდა პროდუქტის მოსატანად. ყველას ძალლიან უყვარდა და ყველა პატივს სცემდა" - ამბობს ოჯახის რძალი.

"დაგვპირდა, რომ 118 წელი იცოცხლებდა, მაგრამ ამ ბოლოს ძალიან მძიმე იყო მისი მდგომარეობა, კარგად ვერ ხედავდა და სმენაც დაუქვეითდა შარშანდელთან შედარებით" - ამბობს სტეფან ოგანესიანი.

უხუცესი ვეტერანი ახალქალაქის სოფელ დიდ სამსარში დაიბადა. 1937 წლიდან საცხოვრებლად ახალქალაქში გადავიდა. მან სამამულო ომის შემდეგ, ფეხზე ჭრილობა მიიღო, რის შემდეგაც ცხოვრება პირველი კატეგორიის ინვალიდის სტატუსით გააგრძელა.

სამსონ ოგანესიანმა ომის ვეტერანის ტიტული 75 წელი ატარა.
| Print |