საზოგადოება
"ნამცხვრის სახლმა" მუშაობის რეჟიმი შეცვალა
"ნამცხვრისა და პიცის სახლმა" მუშაობის რეჟიმი შეცვალა. კვების ობიექტში თანამშრომლის კოვიდინფიცირების გამო, მხოლოდ ადგილზე შეძენისა და მიტანის სერვისი იმოქმედებს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება "ნამცხვრის სახლმა" სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

"შექმნილი სიტუაციის გამო, ვითავისებთ სოციალურ პასუხიმგებლობას! 30 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით ვიმუშავებთ მხოლოდ მაღაზიის პრინციპით და მიტანის სერვისით"
- ნათქვამია განცხადებაში.

24 ოქტომბერს "ნამცხვრისა და პიცის სახლის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მენეჯერის განმარტებით, თანამშრომელი, სამსახურში ბოლოს 18 ოქტომბერს იმყოფებოდა. პერსონალიდან ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ორი პირი თვითიზოლაციაშია გადასული. დღემდე კვების ობიექტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა.

"ნამცხვრისა და პიცის სახლის" ფოტო.
| Print |