საზოგადოება
არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაკანონებული ბინები
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონება არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაიწყეს. ე.წ. სამხედრო ბინებში მაცხოვრებლების ნაწილს დაუკავშირდნენ, საბუთების ხელმეორედ შეგროვება სთხოვეს და ნაწილს უძრავი ქონება დაუკანონეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 17 ივლისს გამოსცა, წლების მანძილზე არსებული პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ჭიანურდებოდა. წინასაარჩევნოდ პროცედურები კი შედარებით ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა.


| Print |