საზოგადოება
"წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს! ეს არის დანაშაული!" – უჩა ნანუაშვილი
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან მშვიდობინი აქციის წყლის ჭავლით დაშლას გამოეხმაურა ყოფილი საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის თქმით, ხელისუფლებამ წყლის ჭავლის გამოყენებით, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ძალას გადაამეტა და წესები დაარღვია.

"წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს! ეს არის დანაშაული, რაც ახლა ხდება ცესკოსთან!

ეს არის უკვე ძალის გადამეტება. არსებობს ამასთან დაკავშირებით გაეროს მიერ მიღებული წესები. წყლის ჭავლის გამოყენება შესაძლებელია მასობრივი არეულობისას, ისეთ დროს, როცა საფრთხე ექმნება მოქალაქეთა ჯანმრთელობას ან ქონების განადგურებას"
– წერს უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის წევრები სპეციალური ბრიფინგით მას შემდეგ გააფრთხილა, რაც აქციის დაშლას წყლის ჭავლის მეშვეობით, გაუფრთხილებლად არაერთხელ შეეცადა.

ამ დროისთვის, მოქალაქეებს უკვე აფრთხილებენ, რომ არ მოხდეს არეულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მისამართით წყლის ჭავლს გამოიყენებენ.
| Print |