საზოგადოება
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილებს პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ.

მივმართავ ხელისუფლებას, შეეშვით თავების დათვლას, შეეშვით ადამიანებთან ჭიდაობას, შეეშვით წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, იმიტომ, რომ ხალხთან ჭიდილი არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია და ვერც ერთი ხელისუფლება გაუმკლავდება იმას, როდესაც შენი თანამოქალაქეები ითხოვენ თავისუფლებას და შენ ამ თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხარ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ, საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.

რადიო თავისუფლების ფოტო
| Print |